суббота, 3 апреля 2010 г.

ქ ა ნ დ ა კ ე ბ ა


ქანდაკება სახვითი ხელოვნების დარგია. მისი ნიმუშები იქმნება სხვადასხვა მასალისაგან ძერწვის, ამოკვეთა-ამოჭრის ან სხვა გზით. ქანდაკებას, რომელიც რომელიმე გამოჩენილი ოიროვნების პატივსაცემად ან ღისრშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად იდგმება, ძეგლს უწოდებენ.
ქანდაკების ერთ-ერთი სახეობაა მრგვალი ქანდაკება, რომელსაც შეიძლება გარშემო შემოვუაროთ და ყველა მხრიდან დავათვალიეროთ.მრგვალი ქანდაკება შეიძლება იყოს ერთ ან რამდენიმე ფიგურიანი. მოდელი შეიძლება გამოსახული იყოს სრული ზომით ან ნაწილობრივ. არსებობს მცირე ზომის ქანდაკებებიც.
რელიეფი ქანდაკების ერთ-ერთი სახეობაა. რელიეფის ნიმუშს ვერ დაათვალიერებ ყველა მხრიდან. იგი სიბრტყეზეა გამოსახული.რელიეფით, ძირითადად, ნაგებობებს ამკობენ. დიდი ხნის წინ, რელიეფით რთავდნენ მეგეების სასახლეებს, ტაძრებს, მათზე გამოსახავდნენ ნადირობის, ბრძოლის ან სხვა სცენებს.